აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ელიზბარ გოგიტიძე (1907-1992)

შორეული ნაოსნობის ლეგენდარული კაპიტანი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. დაამთავრა ოდესის საზღვაო სასწავლებელი 1931 წელს; ლოიდის("LIoyd", დიდი ბრიტანეთი) საზღვაო სასწავლებელი. 1931-1935წწ. მუშაობდა შავი ზღვის ფლოტის გემებზე კაპიტნის თანაშემწედ, კაპიტნად; II მსოფლიო ომის დროს გადაჰქონდა ტვირთი აშშ–იდან სსრკ ნავსადგურში; იყო გემების "როსიის", "ლატვიისა" და "შოთა რუსთაველის" კაპიტანი; 1988 წლიდან კაპიტანდამრიგებელი შავი ზღვის ფლოტში; ტრანსატლანტიკურ საერთაშორისო სასაზღვრო სივრცეში, პირველი კაპიტანი იყო სსრკ–იდან, რომელსაც უფლება ჰქონდა ლოცმანის გარეშე შესულიყო მსოფლიოს ნებისმიერ საზღვაო პორტში; მასზე შექმნილია დოკუმენტური ფილმი "კაპიტანი გოგიტიძე"(რეჟ. რ. ჭიაურელი, 1960); ბათუმის საზღვაო აკადემიაში მისი სახელობის აუდიტორიაა გახსნილი, ქ. ოდესაში სახლს, სადაც ცხოვრობდა მემორიალური დაფა აქვს. დაკრძალულია ოდესაში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ელიზბარ გოგიტიძის შვილმა - იური გოგიტიძემ და შორეული ნაოსნობის კაპიტანმა ანატოლი ფედოტოვმა.