აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიორგი მაისურაძე (1818-1885)

მხატვარი და ფერმწერი.  დაიბადა  სოფელ წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ყმის ოჯახში. უჩვეულო წარმატებათა წაქეზებისათვის, რაც მაისურაძემ გამოიჩინა უკანასკნელ ორი წლის განმავლობაში ფერწერასა და ხატვაში გათავისუფლდა ყმობიდან.  რუსეთში გატარებულმა წლებმა (1837-1844 წწ.) დიდი გავლენა მოახდინა გიორგის მხატვარდ ჩამოყალიბებაზე. იგი იყო პირველი ქართველი ფერმწერი, რომელმაც განათლება პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში მიიღო. 1844 წელს წარშინებით დაამთავრა საიმპერატორო სამხატვრო აკადემია და მიენიჭა „კლასგარეშე“ მხატვრის წოდება, მხატვრისათვის დაწესებული პრივილეგიებით და უფლებებით. 1850 წლის ოქტომბერში საქართველოში დაბრუნდა და ქუთაისში დასახლდა. გიორგი მაისურაძის მიერ შესრულებული პორტრეტთა დიდი უმრავლესობა, მიკვლეული არ არის. გარდაიცვალა ქუთაისში, 1885 წლის 18 ივლისს. დაკრძალულია მწვანეყვავილას პანთეონში.