აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით ჩუბინაშვილი (Давид Йессеевич Чубинов;1814-1891)

ლექსიკოგრაფი, ენათმეცნიერი და ქართული ლიტერატურათმცოდნე. 1839 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური სიტყვიერების ფაკულტეტი. 1844 წლიდან ასწავლიდა ქართულ ენას ამავე უნივერსისტეტში. 1855-71 წლებში ახლად დაარსებული ქართული ენისა და სიტყვიერების კათედრის გამგე და პროფესორი იყო; 1860 წლიდან რუსეთის გეოგრაფიული, ხოლო 1869 წლიდან საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების წევრი და ფილოლოგიის საზოგადოების საპატიო წევრი. იყო აგრეთვე „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი. თანამშრომლობდა ქართულ („ივერია“, „დროება“) და რუსულ პრესაში. დაკრძალულია სანკტ პეტერბურგში, ნიკოლსკის სასაფლაოზე. საფლავი ფოტო მოგვაწოდა ბატონმა მიხეილ სოკოლოვსკიმ. http://spb-tombs-walkeru.narod.ru/2019/1.htm…

დავით ჩუბინოვი ნეტარ ვინც კარგის საქმით აღნიშნავს თავის დროსა ...... ეწაფება უკვდავების წყაროსა