აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

იოსებ შარლემანი (რუს. Шарлемань Иосиф (Осип) Адольфович, ფრანგ. Iosif Charlemagne) ( 1880-1957)

რუსი კლასიკოსი მხატვარი, ფერმწერი, სცენოგრაფი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში რუბოსთან. მეტწილად მუშაობდა გრაფიკულ ტექნიკაში, სპექტაკლების მხატვრულ გაფორმებაზე, ასევე ასრულებდა შეკვეთებს ფაიფურის საიმპერატორო ქარხნისთვის. 1917 წლიდან საცხოვრებლად გადმოვიდა კავკასიაში, 1918 წლიდან თბილისში. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი, სადაც ჩამოაყალიბა და თავადვე ხელმძღვანელობდა გრაფიკის ფაკულტეტს (1922 წლიდან). 1941 წლიდან აკადემიის პროფესორია. ი. შარლემანმა საქართველოში 40 წელი დაჰყო და ამ ხნის მანძილზე შექმნა არაერთი ნამუშევარი: არის ავტორი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბისა (ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით), ასევე საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბისა, ე. ლანსერესთან ერთად. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით დასაფლავებულია მისი მეუღლე მარიამ მუსხელიშვილი