აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

რობერტ სტურუა (1916-1982)

ფერმწერ-მონუმენტალისტი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1965). 1933 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1939 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტში მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტზე. მისი შემოქმედებას მიეკუთვნება ისეთი ნიმუშები, როგორიცაა „გამარჯვების ზეიმი“ — ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის თეატრის დარბაზის პლაფონის მოხატულობა (1945-50, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951); „ხალხთა მეგობრობის“ — სოფელ შრომის (ოზურგეთის რაიონი) კულტურის სახლის დარბაზის პლაფონი (1953-56); „ბოროტსა სძლია კეთილმან“ — მეშახტეთა კულტურის სახლი, ტყიბული (1957-60); ჭიათურაში, მეტალურგთა კულტურის სახლის პლაფონი, ფერწერული ფრიზი ვ. ი. ლენინის ცენტრალური მუზეუმის თბილისის ფილიალისათვის და მრავალი სხვა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.