აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

შალვა ქიქოძე (1894-1921)

ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი. ცოდნა მიიღო თბილისის ქართულ გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1914 წელს. ამავე წელს იგი შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. პარალელურად სწავლობდა მხატვრობას ხატვის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სკოლაში. აღსანიშნავია, რომ იგი მარჯვენა ხელს ვერ ხმარობდა, ხატავდა მარცხენა ხელით. 1916 წელს მონაწილეობდა ნაბახტევის ექსპედიციაში — შეასრულა ფსკერების პირები. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1919 წლის დეკემბერში სწავლის გასაგრძელებლად გაგზავნილ იქნა პარიზში, სადაც სურათების გამოფენაც. 1921 წლის ივნისში ფილტვების დაავადების გამო იგი პარიზიდან გერმანიაში გაემგზავრა საკურორტო წამლობისათვის. გარდაიცვალა 1921 წლის 7 ნოემბერს 27 წლის ასაკში. დაკრძალულია ქალაქ ფრაიბურგში.