აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ეთერ კაკულია (1942-2015)

მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. 2014 წლის 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მომღერალმა ვარსკვლავის საზეიმო გახსნის დროს სატელეფონო მილოცვა საქართველოს პატრიარქისგან მიიღო. 2015 წლის 26 ივნისს, ეთერ კაკულია მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. სიმსივნის დიაგნოზი მომღერალს 2014 წელს დაუსვეს. ეთერ კაკულია სამკურნალოდ ისრაელში იმყოფებოდა, უიმედო მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმებმა მისი მკურნალობა შეწყვიტეს და სამშობლოში დააბრუნეს. კაკულია კატასტროფის ცენტრმა თბილისში 10 ივნისს ჩაიყვანა, 26 ივნისს კი მომღერალი გარდაიცვალა. ეთერ კაკულია დროებით, ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს. ხოლო შემდეგ ქალაქ თბილისის მერიის, საპატრიარქოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით, მას მახათას მთაზე, ახალ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.