აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დომენტი მშვენიერაძე (1902-1969)

პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე. 1923 წელს ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. მაგრამ კურსი არ დაუსრულებია, დაბრუნდა სამშობლოში და ერთხანს იყო სხვადასხვა პარტიულ და საბჭოთა თანამდებობაზე. 1930 წელს დაამთავრა მოსკოვის სატრანსპორტო საინჟინრო ინსტიტუტი და ჩამოვიდა საქართველოში. მუშაობა დაიწყო ჯერ რკინიგზაზე, შემდეგ ამიერკავკასიის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტში, კითხულობდა „ხიდების“ კურსს, პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა ტრანსპორტისა და მრეწველობის ეკონომიკას. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ფუძე-საძირკვლებისა და გრუნტების მექანიკის კათედრა, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. პარალელურად მუშაობდა საქართველოს ჰიდრონაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ერთხანს მისი დირექტორიც იყო, შემდეგ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაზე ეწეოდა პრაქტიკულ საქმიანობას. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.