აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

პავლე კანდელაკი (1900-1968)

მსახიობი, ხელოვნების და კულტურის მოღვაწე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1924-1930 წლებში რუსთაველის თეატრის მსახიობია. მონაწილეობს დრამატულ და საოპერო სპექტაკლებში. 1931 წელს ამთავრებს იურიდიულ ფაკულტეტს. 1930 წელს ადმინისტრაციულ სამუშაოზეა. 1951-1952 წლებში ასრულებდა ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოვალეობას. შემდეგ რუსთაველის თეატრის, ხოლო 1956 წლიდან გრიბოედოვის თეატრის დირექტორია. ამ პერიოდში პ. კანდელაკი საქართველოს კინემატოგრაფიის, შემდეგ კულტურის მინისტრის მოადგილეცაა. 1962 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.