აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

იუსუფ კობალაძე (1906-1981)

საქართველოს სახალხო არტისტი. 1932-1935 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში(ხელმძღვანელი ს. ახმეტელი). პარალელურად (1937 წლამდე) გამოდიოდა რუსთაველის თეატრის სცენაზე. 1937 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. გამოირჩეოდა დიდი სცენური მომხიბვლელობით, ტემპერამენტით და გარდასახვის უნარით. განსაკუთრებული წარმატებით ასრულებდა გმირულ-რომანტიულ და ტრაგიკულ როლებს. მის მიერ შექმნილი ოიდიპოს მეფის სახე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე") ქართული თეატრის მონაპოვრად ითვლება. 1957 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.