აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ზურაბ ანჩაბაძე (1920-1984)

ქართველი და აფხაზი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს (1972) და აფხაზეთის (1961) მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1963), სსრკ IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აფხაზეთის უნივერსიტეტის პირველი რექტორი. უნივერსიტეტში ზურაბ ანჩაბაძემ შექმნა საქართველოსა და აფხაზეთის ისტორიის კათედრა, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში. ანჩაბაძე იკვლევდა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ძველი, შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის საკითხებს. იყო "საქართველოს ისტორიის ნარკვევების" III ტომის რედაქტორი (1979 და "აფხაზეთის ისტორიის" პირველი დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორი (1986). არჩეული იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად. სსრკ IX მოწვევის და საქართველოს X მოწვევის უმაღლესი საბჭოების დეპუტატი. ზურაბ ანჩაბაძე გარდაიცვალა 1984 წლის იანვარს. დაკრძალულია სოხუმის უნივერსიტეტის ეზოში.