აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიგო შარაშიძე (1848-1932)

პედაგოგი, ეთნოგრაფი, საზოგადო მოღვაწე. გულმოდგინედ მოკიდა ხელი თვითგანვითარებას, სახალხო მასწავლებლობისათვის მოემზადა და 1869 წლიდან მუშობა დაიწყო სოფელ ძიმითის სკოლაში. ხუთი წლის მერე მასწავლებლად გადავიდა სოფელ ბახვში. ამ პერიოდში აქტიურად ჩაება ხალხოსნურ მოძრაობაში და მისი ინიციატივით ბახვსა და სოფელ ლიხაურში ხალხოსანთა წრეები ჩამოყალიბდა. გარდა პედაგოგიური საქმიანობისა პრესაშიც წერდა, უმთავრესად სოფლის მეურნეობის საკითხებზე. მისი ნაშრომები "ვაზის ექვსი საუკეთესო გურული ჯიშია ამპელოგრაფია" და "გურიაში შეგროვებული სალექსიკონო მასალა" თავის დროზე ვრცლად გამოიყენა აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა. დაკრძალულია ბახვის ძველი სკოლის (შემდგომში საავადმყოფოს) ეზოში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ლევან ახალაძემ.