აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვარლამ ძაგნიძე (1912-1967)

მსახიობი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი. 1937 წელს წარჩინებით დაამთავრა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრალური სტუდია და მუშაობდა ჯერ მოზარ მაყურებელთა, ხოლო 1945 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში. პარალელურად მმოღვაწეობდა კინოში და ესტრადაზე. იგი იყო ქართული საესტრადო მუსიკის ერთერთი ნოვატორი, შექმნა 100-ზე მეტი სიმღერა, რომლებიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობენ. თავადაც შესანიშნავი მომღერალი იყო. ძაგნიძისა და ჩხიკვაძის საესტრადო ვოკალურმა დუეტმა და მათმა ხელოვნებამ დიდად შეუწყო ხელი ჩვენში ამ ჟანრის განვითარებას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.