აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ქეთევან ირემაძე (1912- 1945)

მწერალი, მთარგმნელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. ხალას ნიჭთან ერთად გამოირჩეოდა უდიდესი შრომისმოყვარეობით. მან მკითხველს გააცნო რუსი და ევროპელი კასიკოსების ქმნილებები. მან ქართულად აამეტყველა აბატ პრევეტოს „მანონ ლესკო“, ბალზაკის „ოცდაათი წლის ქალი“, დიდროს „რამოს ძმისწული“, მერიმეს „კარმენი“, დიუმას „ქალი კამელიებით“, კოსტანის „ადოლფი“, ტანიანოვის „კიუხლია“ და სხვა. ქართულიდან რუსულად თარგმნა ეგნატე ნინოშვილის მოთხრობები. მას დაწერილი აქვს მონოგრაფიები ბარბარე ჯორჯაძეზე, ნინო ორბელიანზე, ეკატერინე გაბაშვილზე, ჭოლა ლამთათიძეზე, შიო არაგვისპირელზე და სხვა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.