აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ გოცირიძე (1872-1949)

მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. საქმიანობა დაიწყო თბილისის რკინიგზის დეპოში. პარალელურად გამოდიოდა ავჭალის აუდიტორიაში, ხოლო 1909 წლიდან ზუბალაშვილების სახალხო სახლში (ახლანდელი კოტე მარჯანიშვილის თეატრი), ამასთან ნ. გოცირიძე, როგორც კარგი ხმის პატრონი, მღეროდა ი. რატილის და ს. კავსაძის გუნდებში. 1921 წელს მიიწვიეს რუსთაველის, ხოლო 1930 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში. ნიკოლოზ გოცირიძე სცენაზე 60 წელი იდგა და მის მიერ განვლილ პერიოდზე დაწერა „მოგონებები“. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.