აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

კარლო საკანდელიძე (1928- 2010)

კინოსა და თეატრის მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი 1949 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. რუსთაველის თეატრის სცენაზე მსახიობმა 61 წელი გაატარა, მას 50-მდე კინოროლი და 80-მდე როლი თეატრში აქვს შესრულებული. 1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1974 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდებები. 1998 წელს გახდა საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი. 2008 წლის 23 აპრილს რუსთაველის თეატრთან კარლო საკანდელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. კარლო საკანდელიძე, 2010 წლის ოქტომბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.