აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დემნა შენგელაია (1896-1980)

მწერალი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969). გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა, თუმცა რამდენიმე თვეში უკან დაბრუნდა და 1917-19 წლებში, როგორც საქართველოს შეიარაღებული არმიის რიგითი ჯარისკაცი, მონაწილეობას იღებდა სამხრეთის ფრონტზე მიმდინარე საომარ ოპერაციებში, სადაც დაჭრილა კიდეც. 1920 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტზე, მაგრამ 1922 წელს სწავლას თავი დაანება და აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობას შეუდგა. სხვადასხვა დროს იყო სამწერლო ორგანიზაციის პრეზიდიუმისა და ლიტერატურული ჟურნალ–გაზეთების რედკოლოგიათა წევრი, „მწერალთა რესპუბლიკურ და საკავშირო ყრილობათა“ დელეგატი, პროზისა და მთარგმნელობითი სექციების ხელმძღვანელი, გამომცემლობა „ზარია ვოსტოკას“ მთავარი რედაქტორი, მეორე მსოფლიო ომის წლებში ფრონტული გაზეთის რედაქტორი და სხვ. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.