აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალეკო შენგელია (1914-1975)

პოეტი. პირველი წიგნი 1940 წელს გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა ლექსებისა და პოემების კრებულები: „გაზაფხულის სიმღერები“, „მე მიყვარს“, „ლექსები“, „რჩეული“, „ლექსები და პოემები“, „დღეები“, „ოცნებები და ნაფეხურები“, „საბავშვო ლექსები და პოემები“ და სხვა. პოეტის მრავალი ლექსი გაითავისა მკითხველმა, მრავალი მათგანი სიმღერად აქცია და გაახალხურა. წლების მანძილზე წარმატებით ემსახურებოდა ქართული წიგნის გამოცემის საქმეს, როგორც გამომცემლობა „ნაკადულის“ მთავარი რედაქტორი და ლიტფონდის დირექტორი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.