აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ილია სიხარულიძე (1889-1963)

პოეტი, პედაგოგი, რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი. პირველი ლექსი „სიმინდის ყანა“ 1912 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ნაკადულში“. აქედან მოყოლებული, პოეტი მთელი სიცოცხლის მანძილზე ემსახურებოდა საბავშვო ლიტერატურას და არაერთი შესანიშნავი ქმნილებით გაამდიდრა იგი. 1913 წელს დაასრულა საოსტატო სემინარია და 1916 წლიდან ბათუმის ქართული სკოლის პედაგოგია თურქების მიერ ქალაქის აღებამდე. 1918 წელს დიდი გაჭირვებით დააღწია თავი თურქების ტყვეობას, თბილისში გადმოვიდა და მასწავლებლობა დაიწყო. 1919-1925 წლებში სწავლობდა უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილებაზე. 1915 წელს დაიბეჭდა პოეტის ლექსების პირველი კრებული, წლების მანძილზე უძღვებოდა საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო მწერლობის სექციას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.