აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით სულიაშვილი (1884-1964)

მწერალი, რევოლუციონერი. 1903 წელს ლაიფციგში გაემგზავრა, აქ იგი დაუკავშირდა ვ. ლენინის მიმდევარ ემიგრანტთა ჯგუფებს. რეაქციის პერიოდში დ. სულიაშვილი დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში ჩასვეს, მაგრამ სხვებთან ერთად გაიქცა და მალე ემიგრაციაში წავიდა — ჯერ ლაიფციგში, შემდეგ ციურიხში ცხოვრობდა, სადაც პირადად გაიცნო ლენინი და ახლო ურთიერთობა დაამყარა მასთან. პატიმრობის დროს ლეო ქიაჩელს შეხვდა და მას შემდეგ განუყრელ მეგობრებად დარჩნენ. ლ. ქიაჩელის რჩევით დავით სულიაშვილმა პირველი მოთხრობა გაუგზავნა უცხოეთიდან „სახალხო ფურცლის“ რედაქციას. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განაგრძო ლიტერატურული მოღვაწეობა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, მის გვერდით დაკრძალულია მისი მეუღლე - თამარი.