აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ერეკლე ტატიშვილი (1884-1946)

კულტურის მოღვაწე, ერუდიტი და პოლიტოლოგი. 1904-1906 წლებში სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში. ორჯერ აპატიმრებენ (გორსა და პეტერბურგში) ანარქისტული მოღვაწეობის გამო, პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ იძულებულია ემიგრაციაში წავიდეს, ჯერ თურქეთში, მერე კი – ევროპაში. 1909–11 წლებში მონპელიეს უნივერსიტეტში სწავლობს იურისპოდენციას, 1913 წელს ამთავრებს პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლას საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. ქართულ კოლონიასთან ერთად მიემგზავრება კონსტანტინოპოლში, სადაც წმინდა იოსების კოლეჯში ასწავლის ფრანგულ ენასა და ბუნებისმეტყველებას. 1918 წლიდან ჯერ გორის ვაჟთა გიმნაზიაში, შემდეგ კი – თბილისის ვაჟთა ქართულ გიმნაზიაში ასწავლის გერმანულ ენას. 1920 – 21 წლებში იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური განყოფილების გამგე, 1922 წელს გახდა წევრი ახლად დაარსებული ქართულ მწერალთა აკადემიური ასოციაციისა, 1923 წელს ივანე ჯავახიშვილმა მიიწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საჯარო და კერძო სამართლის ლექტორად, 1927 წლიდან კი ასწავლიდა უცხო ენებსა და ლიტერატურასაც. 1935 წელს დააარსა უნივერსიტეტში უცხო ენათა კათედრა (დღევანდელ დასავლურ ენათა და ლიტერატურის ფაკულტეტის წინამორბედი) და იყო მისი პირველი გამგე. 1941 წლის 23 ივნისს დააპატიმრეს, როგორც ხელისუფლების თვალში არაკეთილსაიმედო, და ორ წელიწადზე მეტხანს დაჰყო თბილისის საპატიმროში. გარდაიცვალა 1946 წლის 1 თებერვალს. ერეკლე ტატიშვილის ცხედარი მისმა ერთგულმა უმცროსმა მეგობრებმა და მოწაფეებმა ხელით წაასვენეს მთაწმინდის უბნიდან–სადაც ერთ პაწია ოთახში ცხოვრობდა– და დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე (მისი საფლავის ქვა ნიკო სამსადაშვილმა ჩამოიტანა).