აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მარლენ ხუციევი (1925-2019)

კინორეჟისორი. სსრკ სახალხო არტისტი (1986). პროფესორი. 1950 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. ხუციევმა გადაიღო სადიპლომო ფილმი „ქალაქთმშენებლები“, შემდეგ კი — „გაზაფხული ზარეჩნაიას ქუჩაზე“, რომელსაც მიენიჭა ბრინჯაოს მედალი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალზე 1967 წელს.  1970 წელს გადაიღო მხატვრული ტელეფილმი „მაისის თვე იყო“, რომელსაც მიენიჭა პრემია პრაღის ტელეფილმების VII საერთაშორისო კინოფესტივალზე. მისმა ფილმმა „მე ოცი წლისა ვარ“ მიიღო პრიზები ვენეციისა და რომის საერთაშორისო კინოფესტივალებზე 1965 წელს. 2019 წლის მარტში, გარდაიცვალა 94 წლის ასაკში. დაკრძალულია მოსკოვში, ტრეოკუროვოს სასაფლაოზე. ფოტო გადაღებულია Петр Устинов-ის მიერ, აღებულია გვერდიდან Прогулки по кладбищу.