აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გრიგოლ ჯულუხიძე (1940-2013)

მთარგმნელი, პოეტი. დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1969 წელს. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1965 წელს, პირველი წიგნი კი 1968 წელს. მთავარი პოეტური კრებულები: "გალავანი შუა ქალაქში" (1978), "რაც ხანი გადის" (1980), "და მოვა იგი" (1983), "ლექსები და პოემები" (1984). თარგმნა და ცალკე წიგნად გამოსცა ლ. ლევინის (1974), ი. სიკირიცკის (1978), ა. ისკოს (1980), ტ. ბროევის (1983) ლექსები. მისი ცალკეული ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, პოლონურ ენებზე. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა დათო ჯულუხიძემ.