აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელი (1849-1932)

მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ქართული საყმაწვილო ჟურნალისტიკის განვითარებაში. 1883 წელს ჟურნალ "მნათობში" თანამშრომლობდა, ხოლო 1890 წელს მან დააარსა ჟურნალი "ჯეჯილი". იგი იყო ჟურნალ "კვალის" თანარედაქტორი. მისი პირველი თარგმანი (ალფონს დოდეს მოთხრობა "მარშლის გულმტკივნეულება") დაიბეჭდა 1876 წელს, პირველი ორიგინალური მოთხრობა "მამის მსხვერპლი" - 1880 წელს. მას ეკუთვნის ორიგინალური, ნათარგმნი და გადმოკეთებული საბავშვო მოთხრობები. 1872 წელს სათავეში ჩაუდგა ქალთა წრეს, რომელიც მიზნად ისახავდა ქალების საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოყვანას; თავის სოფელ ხელთუბანში 1884 წელს გახსნა სკოლა, რომლისთვისაც მალე შენობაც ააგებინა; დიდი წვლილი მიუძღვის თბილისში საბავშვო ბიბლიოთეკა-სამკითხველობის დაარსებაში. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.