აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვანო ურჯუმელაშვილი (1920-1984)

მწერალი. გორში დაამთავრა საშუალო სკოლა და აქვე განაგრძო სწავლა პედაგოგიურ ინსტიტუტში, მაგრამ დაიწყო ომი და ჭაბუკი პირველი დღეებიდანვე დადგა ცეცხლის წინა ხაზზე. მისთვის ომი 1945 წელს არ დამთავრებულა. შორეულ აღმოსავლეთში გადაყვანილ საჯარისო ნაწილებში აღმოჩნდა და ჯერ იაპონელებს ებრძოდა და საბოლოოდ კი, კორეაში მოხვდა. ომის თემატიკა იგრძნობა ვ. ურჯუმელაშვილის შემოქმედებაში, 1952 წელს „ლიტერატურულ გაზეთში“ გამოქვეყნდა პირველი მოთხრობა „დღეები კორეაში“. ცხინვალის სახელმწიფო და თბილისის მუსკომედიის თეატრებში წლების მანძილზე წარმატებით იდგმებოდა მისი პიესები „ვახშამზე“ და „მძახალი“. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.