აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ხარიტონ ვარდოშვილი (ნიკოლაიშვილი) (1895-1970)

პოეტი და მთარგმნელი. 1918 წელს შევიდა თბილისის უნივერსიტეტში სიტყვიერების ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად, პარალელურად თანამშრომლობდა პრესაში, რომლის გამომცემლობა დაჰყვა ჯერ კიდევ ქუთაისიდან, სადაც 1916 წლიდან მუშაობდა ადგილობრივ გაზეთ „სამშობლოში“, შემდეგ კი ჟურნალ-გაზეთებში. 1921 წლიდან მუშაობას იწყებს გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში. ხარიტონ ვარდოშვილის პოეტური დებიუტი შედგა 1914 წელს გაზეთ „ახალ აზრში“, ხოლო 1924 წელს გამოქვეყნდა ლექსების პირველი კრებული. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.