აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვახტანგ ჭელიძე (1917-2005)

მწერალი, მთარგმნელი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1997). დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიური ფაკულტეტი დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის განხრით (1941). 1948-52 წწ. იყო გამომცემლობა „საბლიტგამის“ მთავარი რედაქტორი, 1955-57 წწ. — ჟურნალ „ნიანგის“, 1957-62 — ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი, 1963-67 წწ. — საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს ხელოვნების სამმართველოს უფროსი, 1967-73 წწ. — გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორი, 1973-1985 წწ. — გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი. ამავე პერიოდში მან დააარსა ჟურნალი „ხომლი“. 1985-91 წლებში დირექტორობდა გამომცემლობა „ნაკადულს“. იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორი,  დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.