აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დანიელ ჭონქაძე (1830-1860)

მწერალი. 1845 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. თბილისის სემინარია წარჩინებით დაამთავრა და დანიშნეს ოსური ენის მასწავლებლად. შემდეგ, გადმოიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში იმავე საგნის მასწავლებლად. 1858 წლის 1 ოქტომბრიდან მსახურობდა სინოდის კანტორაში მაგიდის გამგედ. დაავადებული იყო ჭლექით. მისი ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა, რასაც ხელს უწყობდა ის ცუდი პირობები, რომელშიც მწერალი ცხოვრობდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი მუშაობით ძალიან გადაიტვირთა. ოსურ ენაზე თარგმნიდა საეკლესიო წიგნებს. მოთხრობა „სურამის ციხის“ ნაწილი გამოაქვეყნა „ცისკრის“ 1859 წლის მეთორმეტე ნომერში. „სურამის ციხის“ 1860 წელს 30 წლის ასაკში გარდაიცვალა ჭლექით. ანდერძის თანახმად დაკრძალეს თბილისში, მაშინდელი ვერის სასაფლაოზე