აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სტეფანე ჭრელაშვილი (1857-1917)

პუბლიცისტი. თბილისის ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. 1876 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტის მსმენელია. შემდეგ გადავიდა მოსკოვში, მაგრამ დიდად გაიტაცა რევოლუციონერ-ხალხოსანმა იდეებმა და აქტიურად ჩაება მათი წრეების მუშაობაში. აღნიშნულის გამო მას 1878 წელს სამი თვით პატიმრობა და მუდმივი ზედამხედველობა მიუსაჯეს. ამავე მიზეზით ორჯერ იყო გაციმბირებულიც. 1887 წელს დაბრუნდა სამშობლოში და პუბლიცისტობას მიჰყო ხელი, თანამშრომლობდა „ივერიაში“, „ნოვოე ობოზრენიესა“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში, მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოში აგენტად, მდივნად. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.