აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

არისტო ჭუმბაძე (1880-1971)

მწერალი, ჟურნალისტი. 1910 წელს დაამთავრა პარიზის სორბონის უნივერსიტეტი. იმავე წელს სამშობლოში დაბრუნდა და ქუთაისში დააარსა გაზეთი „კოლხიდა“, 1914 წელს იგი უკვე რედაქტორობს „სახალხო ფურცელს“. იგი არაერთხელ დააპატიმრეს. ამიტომ მან ამჯობინა კვლავ პარიზსში წასვლა და სორბონის უნივერსიტეტში იწყებს დისერტაციაზე მუშაობას ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. 1915 წელს გაემგზავრა იაპონიაში და გახდა საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელი. შემდეგ ალჟირშიც მუშაობდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ის სამშობლოში ბრუნდება. 1937 წლამდე სხვადასხვა თანამდებობაზე მოღვაწეობდა. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1905 წელს. გამოქვეყნებული აქვს მოთხრობები და ნოველები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.