აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ილია ჭყონია (1860-1927)

მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. 1877 წელიდან თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკასთან, აქვეყნებდა ლექსებს, მოთხრობებს, ნარკვევებს. 1895-1898 წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა გაზეთი „მეურნე“, 1907 წელს „სიმართლის გზა“; 1910 წელს შეადგინა და პეტერბურგში გამოსცა „სიტყვის კონა“, 1886 წელს მისივე რედაქტორობით გამოვიდა ვახტანგ მეექვსის მიერ სპარსულიდან თარგმნილი „ქილილა და დამანა“. მან ქართულ ენაზე აამეტყველა პუშკინის, ლერმონტოვის, კრილოვის, ჰაინეს, სენკევიჩის ნაწარმოებები. 1913 წელს გამოსცა თხზულებათა „კრებული“. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.