აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ყიფიანი (1908-1986)

პოეტი. მწერლობისადმი ინტერესი გიორგი ყიფიანმა მოწაფეობის წლებშივე გამოავლინა. ჭაბუკობიდანვე ჩაება ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში. სრულიად ახალგაზრდა მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში, 1929 წელს კი იძულებული გახდა სამშობლოდან გახიზნულიყო. 1935 წელს დავით ხელაძის მიერ პარიზში გამოიცა გიორგი ყიფიანის ლექსების პირველი წიგნი. მას შემდეგ იგი კიდევ ხუთი პოეტური კრებულის ავტორი გახდა: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გიორგი ყიფიანი ერთხანს დიაკონის მოვალეობასაც ასრულებდა. იგი იყო აქტიური წევრი „ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა საზოგადოებისა“ და სამოციანი წლებიდან სიკვდილამდე მისი თავმჯდომარე. გარდაიცვალა 1986 წელს, პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე. მის საფლავს ამშვენებს მარმარილოს ქვის ძეგლი, რომელზედაც ამოტვიფრულია ეტრატის გრაგნილი კალმით და ფრანგული წარწერით: „პოეტი“ (“Le Poete”)…