აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ ყიფიანი (1833-1891) 

პუბლიცისტი, მთარგმნელი, პედაგოგი. შეადგინა არითმეტიკისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოები, სხვებთან ერთად შექმნა ქართული შრიფტი (ე.წ. „ვენური“), რომლითაც იბეჭდებოდა გაზეთი „ივერია“, თარგმნა ლერმონტოვის, შექსპირისა და სახვათა ნაწარმოებები; იყო ქართული დრამატული საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი; მონაწილეობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებასა და მის საქმიანობაში; გახსნა ქართული სკოლები სტეფანწმინდასა და ვლადიკავკაზში. მისი თაოსნობით დაარსდა „თერგის ოლქის მთიელთა შორის განათლებისა და ტექნიკური ცოდნის გამავრცელებელი საქველმოქმედო საზოგადოება“, რომლის პირველი თავმჯდომარე თვითონ იყო, მან ჩაუყარა საფუძველი ოსეთში საგამომცემლო და საბიბლიოთეკო საქმეს, მისი თაოსნობით გამოიცა „ოსური ანბანი“ და სხვა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.