აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ილია ზურაბიშვილი (1872-1955) 

მწერალი და პუბლიცისტი. ყვარელში დაამთავრა ორკლასიანი სკოლა და უსახსრობის გამო სწავლა აღარ გაუგრძელებია. მიუხედავად ამისა დიდი შრომითა და გარჯით შეძლო მიეღო სოლიდური თვითგანათლება. განსაკუთრებით კარგად იცნობდა ქართული და მსოფლიო კლასიკურ ლიტერატურას. გიორგი წერეთელმა გაზეთ „კვალში“ დაუბეჭდა პირველი მოთხრობა „სამშობლოს მსხვერპლი“. მალე მისი ნაწარმოებები ილია ჭავჭავაძის „ივერიამაც“ გამოაქვეყნა. შემდეგ იქვე დაიბეჭდა მისი თეატრალური რეცენზიები. ილია ზურაბიშვილი ცნობილია როგორც თეატრის შესანიშნავი კრიტიკოსი და მუსიკათმცოდნე. ამ საკითხებზე რეცენზიების გარდა აქვს ნარკვევები ჩვენი თეატრის კორიფეებზე, წერილები საოპერო თუ სიმფონიურ მუსიკაზე. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.