აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ისიდორე მანწკავა (1900-1944)

პუბლიცისტი დაიბადა 1900 წლის 12 მაისს ლანჩხუთის რაიონის (მაშინდელი ოზურგეთის მაზრის) სოფელ ნიგვზიანში. 1917 წელს დაამთავრა ქუთაისის პირველდაწყებითი სასწავლებელი, რომელიც უთანაბრდებოდა ოთხკლასიან ვაჟთა გიმნაზიის კურსს. შემდეგ შევიდა ფოთის გიმნაზიაში. აქ სწავლის პერიოდში, 1920–1921 წლებში, თანამშრომლობდა ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ორკვირეულ სამეცნიერო, პოლიტიკურ და ლიტერატურულ ჟურნალ „რიჟრაჟში“. აქ გამოქვეყნდა მისი ლექსები და ლიტერატურული წერილები. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ისიდორე მანწკავამ თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა, თან განაგრძობდა აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობას. მისი წერილები („ექსპრეზიონიზმი“, იასამნის პოეზია“ და სხვ.) გვხვდება იმდროინდელ ქართულ პრესაში („ლომისი“, „ხელოვნება“, ზოგჯერ „სვიანელის“ ფსევდონიმითაც). ისიდორე მანწკავა 44 წლის ასაკში მოულოდნელად მძიმედ დაავადდა და ლოგინად ჩავარდა. ოპერაციის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია. გარდაიცვალა 1944 წელს ზალცბურგთან ახლოს, ბად–იშლის საავადმყოფოში. მეგობრებს იქვე დაუსაფლავებიათ. წლების შემდეგ მისი ნეშტი ლევილის ქართულ სასაფლაოზე გადაასვენეს.