აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

აკაკი პაპავა (1890-1964)

საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მიიპყრო, როცა საქართველოს ქალაქებსა და დაბებში კითხულობდა ლექციებს ქართულ ლიტერატურაზე, ეწეოდა საზოგდოებრივ მოღვაწეობას. მისი პირველი წერილები 1910-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა. მწერალთა საერთო ყრილობამ აკაკი პაპავა მწერალთა კავშირის მეორე თავმჯდომარედ დანიშნა. 1922 წელს აკაკი პაპავა გერმანიაში, ბერლინში მიემგზავრება. 1923 წელს ოჯახიც უერთდება და მეუღლესთან, თამართან ერთად უცხოეთში იწყებს ერთობლივ ლიტერატურულ და მეცნიერულ საქმიანობას. 1949 წლიდან არგენტინაში გადასახლდა. გარდაიცვალა 1964 წლის 27 ივლისს, არგენტინაში. ანდერძის თანახმად, გადმოასვენეს საფრანგეთში და პარიზთან ახლოს ლევილში, ქართველთა სავანეში დაკრძალეს.