აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

რეზო ჭეიშვილი (1933-2015) 

მწერალი და დრამატურგი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი. 1954 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის (ქართული ენა ლიტერატურა) ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1959 წელს. სტუდენტობის პერიოდში უნივერსიტეტის ალმანახ „პირველ სხივში“ და ახალგაზრდულ ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები. 1961 წლის ჩათვლით, 1992 წლამდე, მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად, პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში „ცისკარი“ და „საუნჯე“. თავმჯდომარეობდა რუსთაველის საზოგადოებას, 1992 წელს არჩეულ იქნა მწერალთა კავშირის მდივნად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 2000 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს მწერალთა ლიტერატურული ფონდის თავმჯდომარე. არჩეულ იყო მესამე მოწვევის (1992-1995) პარლამენტის დეპუტატად. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა მამუკა ქოჩაკიძემ, რისთვისაც მადლობას ვუხდით...