აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

იონა მეუნარგია (1852-1919) 

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი. 1874 სწავლის გასაგრძლებლად ევროპას მიაშურა. ორი წლის განმავლობაში ჟენევის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. 1877 წელს პარიზში გადავიდა. 1878 წლის მიწურულს საშობლოში დაბრუნდა და ჩაება საზოგადოებრივი და ლიტერატურული ცხოვრების ფერხულში. თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ ჟურნალ–გაზეთებში. იღწვოდა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში. ყოველთვის არჩევით თანამდებობებზე მუშაობდა. 1891–1894 და 1907–1913 წლებში იონა არჩეულ იქნა ფოთის ქალაქისთავის მოადგილედ. 1898–1907 წლებში მომრიგებელ შუამავლად მოღვაწეობდა ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრებში. დაკრძალულია ცაიშის საკათედრო ტაძრის სამრეკლოში. საფლავის ქვაზე წარწერები არ იკითხება...