აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დესპინე გელოვანი (ბანოვანი) (1880- 1934)

მწერალი, პუბლიცისტი. მისი მოთხრობები, ესკიზები, ეთნოგრაფიული წერილები, ლეჩხუმიდან გამოგზავნილი კორესპონდენციები იბეჭდებოდა 1898 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ბანოვანი 1905-1907 რევოლუციის მონაწილე და იმდროინდელი ლეჩხუმის თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე იყო. აქ მან დააარსა რამდენიმე ბიბლიოთეკა, ხელმძღვანელობდა სცენისმოყვარეთა წრეებს. 1920 წლიდან თბილისში ცხოვრობდა. 1928 წელს ჟურნალ „მნათობში“ (№ 5-9) გამოაქვეყნა რომანი „სამართალს სისხლით მოვძებნი“. ვრცელ ისტორიულ რომანში „შორეული ლანდები“ (დაიბეჭდა 1959, 1960) ბანოვანი ასახავს XVII საუკუნის საქართველოს სინამდვილეს. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.