აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით კარიჭაშვილი (1862-1927)

ისტორიკოსი, მწერალი, რუსთველოლოგი. 1876 წელს დაასრულა გორის საულიერო სასწავლებელი, 1882 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარია და გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც ჩაირიცხა უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მაგრამ მალე პარიზში წავიდა, სადაც სწავლა გააგრძელა სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1885 წელს საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო ფრანგული ენის მასწავლებლობა. შემდეგ მშობლიურ ენასა და ისტორიას ასწავლიდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში. ამავე დროს აქტიურად თანამშრომლობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში“. 1892-1899 წლებში იყო ამ საზოგადოების გამგეობის მდივანი. 1885 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი მოთხრობები, გამოკვლევები, კრიტიკულ პუბლიცისტური წერილები. 1920 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკა–მუზეუმის გამგე. მისი წყალობით გადარჩა ამ საზოგადოების ფონდი. 1921-1927 წლებში  თბილისის უნივერსიტეტთან არსებული სიძველეთა საცავის მცველია. იყო ალექსანდრე ყაზბეგის პირველი ბიოგრაფი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.