აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

საფო მგელაძე (1891-1936)

პოეტი, ბელეტრისტი. ლიტერატურული მოღვაწეობა პოეზიით დაიწყო, შემდეგ კი ბელეტრისტიკაშიც სცადა ბედი, მაგრამ ლექსების წერა არ შეუწყვეტია. ის ქართული პრესის ფურცლებზე გამოჩნდა ფსევდონიმებით; მისი პირველი ლექსი "საქართველო", დაიბეჭდა 1908 წელს. პირველი წიგნი (პოემა "ბახმარო“) გამოვიდა 1927 წელს. "გურიაში ყოფნის დროს საფო ცხენიდან ჩამოვარდა და თირკმელი დაუზიანდა. ექიმებმა ურჩიეს, კორსეტი ეტარებინა, მაგრამ როგორც ჩანს, ამან მაინც არ უშველა და მერე მწერალთა კავშირის ექიმის რჩევით, საავადმყოფოში დაწვა ოპერაციის გასაკეთებლად. მისი შვილის სიტყვებით, საფოს ოპერაცია გაუკეთეს თითქმის უანესთეზიოდ და საშინლად აწამეს. თვითონ საფო ყველაფერს მწერალთა კავშირის ექიმს აბრალებდა. ამის შემდეგ ის ახლობლებს ცოცხალი აღარ უნახავთ. ერთი-ორი დღის შემდეგ მეგობარმა- კატო მიქელაძემ მიაკითხა საავადმყოფოში. საფო პალატაში არ დაუხვდა. კატომ მთელი საავადმყოფო გადააბრუნა და მეგობარს პროზექტურაში მიაგნო..სხეულის ნახევარი მაგიდაზე ესვენა, ნახევარი-იატაკზე.. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.