აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

შალვა ამისულაშვილი (1915-1981)

პოეტი, ბელეტრისტი. 1940 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და აქედან მოყოლებული ორმოცი წლის მანძილზე ემსახურებოდა მშობლიურ ლიტერატურას. ცნობილია მისი პოეტური კრებულები: „პირველი წიგნი“, „თალარი“, „ძმადნაფიცები“, „ქართული მიწა“, „პოემები“, „ეყურვილი“, „ბალადები“ და სხვა. სიცოცხლის ბოლო წლებში შალვა ამისულაშვილმა თავის პოეტურ ქმნილებებს გვერდში ამოუყენა საგულისხმო ბელეტრისტული ნაწარმოებები - პოეტური მოთხრობა „შავი მუშამბა“ (ფიროსმანზე), ფრონტული მოგონებები და მოთხრობები. შალვა ამისულაშვილი იყო გაზეთ „კომუნისტისა“ და „ლიტერატურული საქართველოს“ განყოფილების გამგე. წლების მანძილზე ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა გამომცემლობებში, საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტში და სახელმწიფო წიგნის პალატაში. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.