აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ავქსენტი ცაგარელი (1857-1902)

დრამატურგი და მსახიობი. ცაგარელის პირველი პიესა იყო კომედია "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (1878). მეტად პოპულარული პიესა "ხანუმა" (1882). ცაგარელს ეკუთვნის დრამები: "მათიკო" (1880), "ცისარტყელა" (1900); კომედია "ციმბირელი" (1886); ვოდევილები: "ჭკუისა მჭირს" (1897), "როგორც მოხვალ სვინაო, ისე წახვალ შინაო" (1900); ლექსები: 'პოეტი' (1882), "ყარაჩოღელი ლოთი" (1885), "ჩვენი ქალები"(1892), "ნატვრა" (1900); პუბლიცისტური წერილები და სხვა. მწერალი სატირულ პამფლეტებს აქვეყნებდა გაზეთ "დროებაში" სათაურით "დუდუკი".  მისი ზოგიერთი კომედია ქართული დრამატურგიის ოქროს ფონდში შევიდა. დაკრძალულია თბილისში, კუკიას სასაფლოზე.