აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ ჩხოტუა (1905-1984)

მწერალი. მამამისი, შალვა ჭყონია, მდიდარი ბიზნესმენი იყო, რომელიც თავადიშვილ პელაგია ჩხოტუაზე დაქორწინდა. 16 წლის ნიკოლოზ ჩხოტუამ 1921 წელს, ქვეყანაში ბოლშევიკური არმიის შემოჭრის შემდეგ, დატოვა საქართველო და ევროპაში გაიქცა, 1940 წელს კი ის აშშ-ის მოქალაქე გახდა. 1954 წლიდან იგი ოჯახთან ერთად შვეიცარიაში გადავიდა და იქვე გარდაიცვალა 1984 წელს. ნიკოლოზ ჩხოტუას ოცნებად ჰქონდა ქცეული სამშობლოში დაბრუნება, რაშიც ბოლო წლებში ავადმყოფობამ შეუშალა ხელი. მან ითხოვა, მისი გული მაინც დაემარხათ ქართულ მიწაში. ეს სურვილი 1988 წელს შეუსრულეს - მოსკოვის საბაჟოს გამოაპარეს და თბილისში, ვერის სასაფლაოზე, დაკრძალეს.

"ცხოვრობდა და გარდაიცვალა შვეიცარიაში. ანდერძის თანახმად აქ განისვენებს მისი გული. ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება და გზა უვალი შენგან თელილი მერანო ჩემო, მაინც დარჩება"