აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

პანტელეიმონ ჩხიკვაძე (1903-1940)

მწერალი. 1922 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში ერთ-ერთმა პირველმა განასახიერა ინდუსტრიალიზმის თემა (რომანები „სართულები“ და „ამხანაგი ბუთხუზი“ ორივე 1931); გურია-სამეგრელოში 1905-1907 რევოლუციურ ვითარებას მიუძღვნა რომანი „ნაბიჯები“ (1933), საკოლმეურნეო მშენებლობას რომანი „ახალი ხმელეთი“. საბჭოთა თემატიკას ეხება პანტელეიმონ ჩხიკვაძის მოთხრობები („რომანტიული ამბავი“, 1932; „შეძლებული ცხოვრებისაკენ“, 1934; „მეცხრე ცაზე“, 1936 და სხვა) და ნარკვევები მწერლის თხზულებებს პოპულარობა მოუტანა აქტუალურმა პრობლემატიკამ. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.