აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

პართენ გოთუა (1873-1936)

მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი დაამთავრა ნოვოროსიის(ოდესა) უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1898 წელს იყო ვლადიკავკაზის საქალაქო სასწავლებლისა და ქალთა გიმნაზიის ისტორიის, გეოგრაფიის პედაგოგი და მეთოდიკის მასწავლებელი; 1899 ვლადიკავკაზის ქართული სკოლის ხელმძღვანელი; სიჭაბუკის დროიდან მოღვაწეობდა სალიტერატურო ასპარეზზე; აქვეყნებდა მოთხრობებს, თარგმანებს და ნარკვევებს. აქტიურად მონაწილეობდა საქალაქო და ცენტრალური ბანკის დაფუძნებაში, რომელსაც თვითონ ჩაუდგა სათავეში; 1905 წელს დააარსა ქართულ ეროვნული ორიენტაციის რუსულენოვანი გაზეთი "ვოზროჟდენიე"; გამოუშვა ქართული გაზეთი "სავაჭრო გზა" და "ახალი დროება"; დასტამბა არაერთი ნაშრომი საქართველოს ეკონომიკური განვითარების საკითხებზე; მისი თაოსნობით გაფართოვდა ვლადიკავკაზის ქართული სკოლის შენობა, აშენდა სათეატრო დარბაზი, შეიქმნა ქართველ მსახიობთა დასი და მომღერალთა გუნდი; იღვწოდა აჭარაში ქართული სკოლების ქსელის გასაფართოებლად და თბილისში პოლიტექნიკური უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად; იყო ქველმოქმედი, ეხმარებოდა ახალგაზრდა მწერლებსა და სტუდენტებს; მის კალამს ეკუთვნის დრამები: "სიკვდილი", "სამზადისი", "კენჭისყრა", "პარტიის კაცი"; დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.