აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სიმონ სხირტლაძე (1912-1974)

მწერალი, პედაგოგი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1936 წელს. 1937 წლიდან დაიწყო პედაგოგიური მორვაწეობა, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში და სხვადასხვა საშუალო სკოლაში; 1940 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში ("ლიტერატურული საქართველო", "მნათობი", "სახალხო განათლება", "დროშა", "დილა", "პიონერი", "საბჭოთა ხელოვნება" და სხვა) სისტემატურად აქვეყნებდა წერილებს ქართული მწერლობის ისტორიიდან და პედაგოგიკის საკითხებზე; გამოქვეყნებული აქვს წიგნები: "გადანახული საგანძურიდან" (1965), "შენი მეგობრების ქალაქი" (1966, თანაავტორი ვ. ჯოხაძე), "წერილები ქართულ ლიტერატურაზე" (1977); დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.