აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

რევაზ ებრალიძე (1921-1980)

დრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში 1940-1942წწ.; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1945 წელს. 1946-1948წწ. მუშაობდა უცხოეთთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების კულტურული განყოფილების მთავარ რედაქტორად; 1950-1957წწ. ვოლგა-დონის არხის მშენებლობის ერთ-ერთი მონაკვეთის მთავარ ინჟინრად; 1971 წლიდან გარდაცვალებამდე კინოსტუდია "ქართული ფილმის" შემოქმედებით გაერთიანებაში; მან ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო, როგორც თეატრის დრამატურგმა; დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.