აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ჭალადიდელი ( ქოჩაქიძე; 1847-1898)

პოეტი, თავადი. სამხედრო კარიერა პოლკოვნიკისა და არტილერიის ბრიგადის დავიზიონის ხელმძღვანელის წოდებით დაასრულა. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში; 1870 წლიდან იყო რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში და რუსეთის სხვადასხვა გუბერნიაში მსახურობდა. მისი ლექსები 1868 წლიდან იბეჭდებოდა "დროებაში", "მოამბეში", "ივერიაში" და სხვ. პირველი კრებული გამოიცა 1913 წელს. იგი "სამოციანელთა" მიმდევარი იყო. 1884 წლის 1 ოქტომბერს გ. ჭალადიდელმა ჯვარი დაიწერა პეტერბურგელი ნაფიცი ვექილის სტეფანე ეზერსკის ასულ ანაზე. ამ ქორწინებიდან მას შეეძინა ვაჟი, ბორისი. „ცოლ-შვილის დაშორებამ საშინელი ცუდი გავლენა იქონია გიორგის ხასიათზე. მოვიდენ მასთან ცოლ-შვილი და ბედნიერება მოუტანეს, წავიდნენ და ბედნიერება მისი თან წაიღეს. მუდამ მხიარული გიორგი ამის შემდეგ მოეშვა, შეიქმნა მუდამ მოღვრემილი, მდუმარე. მამისა რცხვენოდა და განქორწინების შემდეგ მთელი ათი წელიწადი სახლს არ მიკარებია“. გიორგი ჭალადიდელი 1898 წლის 13 აპრილს, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა მინსკში. დაკრძალულია სენაკში.