აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ივანე თარბა (1921-1994)

აფხაზი მწერალი. დაამთავრა სოხუმის მაქსიმ გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1948 წელს. 1953–1954 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი, 1954–1958 წლებში პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი. პირველი ლექსი 1937 წელს გამოაქვეყნა, ლექსების პირველი კრებული–1949 წელს. ლექსებისა და პოემების სხვა კრებულებია: "ორი ზღვა"(1954), "ლექსები და პოემები"(1960), "აფხაზეთო ჩემო"(1963),"მთიდან მთამდე"(1965), "ლექსები"(1971), "შუადღის გზებზე"(1972), "სიმღერიდან სიმღერამდე"(1975). ივანე თარბას ეკუთვნის აგრეთვე რომანები: "ცნობილი კაცი"(1967) და "მზე ჩვენთან იღვიძებს"(1971). დაკრძალულია სოხუმის პანთეონში.